ტრენინგი: „გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში."(მოდული #2 ქართული ენა).
ელენე კოხრეიძე – სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე
ტრენინგისჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისი მასწავლებლის სახლი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე, დღეში 5 სთ.
ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
- მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების
- მოსწავლეთა მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო სტრატეგიების გაანალიზება.
დაგვირიგდა საკითხავი მასალა, რომელშიც ვრცლად იყო განხილული ქართული ენის
სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, როგორიცაა ლიტერატურული მასალის გამოყენებით სწავლება, ცხრილების, კოგნიტური სქემების დახმარებით სწავლება. განვიხილეთ გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდები. მიმოვიხილეთ ენის სწავლების სხვადასხვა სტრატეგია, მათი დადებითი და წინააღმდეგობრივი მხარეები, განვიხილეთ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო მიღებულ ცოდნას და გამოცდილებასთან კავშირში და გაკვეთილზე აქტიურად გამოვიყენეთ ჯგუფური ტესტებისა თუ ინდივიდუალური დავალებების საჭიროებისამებრ შედგენისას. ტრენინგზე განხილული აქტივობები გამოვიყენე გაკვეთილებზე. მაგალითად, არქაიზმებზე მუშაობისას მე- 11 კლასში გამოვიყენეთ შესაბამისი ლიტერატურული მასალა - რომანტიკოსთა პოეზია.
ეფექტური სწავლების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ელემენტმა -გრაფიკული ორგანიზატორების ანუ კოგნიტური დიაგრამების დანერგვამ მოიტანა კარგი შედეგი: გამიადვილა საქმიანი გაკვეთილის დაგეგმვა. კონტროლის შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლების პროცესი უფრო საინტერესო გახადა. ტრენინგზე შეძენილ ცოდნას ვუზიარებ კოლეგებს და თავადაც აქტიურად ვიყენებ გაკვეთილების დაგეგმვისას.
Комментариев нет:
Отправить комментарий